- Advertisement -

გოგიჩაიშვილი: “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს

632

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს როგორც ორგანიზაციას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ამ განცხადებით გოგიჩაიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს ეხმიანება. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა ჩამოყალიბდეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ პოლიტიკური ორგანიზაცია. ის, როგორც თავის თავს გრძნობს ეს ორგანიზაცია, მე ვფიქრობ, რომ ცოტა ზედმეტი წარმოდგენა აქვთ თავის თავზე. მათ საერთოდ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, ნდობა რა თქმა უნდა არ არის მაღალი მათ მიმართ",-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა საკანონდებლო წინადადება, რომლის ძირითადი მიზანია აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

Comments
Loading...