- Advertisement -

გოგიჩაიშვილი: სახელმწიფომ უნდა დაამყაროს მკაცრი კონტროლი სათამაშო ბიზნესზე

14

ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს რეგულაციებს ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს, ასევე გაზრდის შემოსულობებს საქართველოს ბიუჯეტში და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს აკონტროლოს ეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება.
„არსებული სისტემა პრობლემას უქმნის მოქალაქეებს მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ასევე არსებობს თანმდევი სერიოზული პრობლემები. ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ არასრულწლოვნებმა მარტივად მოახერხონ აღნიშნული სერვისით სარგებლობა. იგი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოსწავლეების, შვილების, ოჯახის წევრების შესაძლო ჩართულობა იყოს ძალიან მაღალი. ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ და კიდევ უფრო მეტად შეექმნათ პრობლემები. სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე ქვეყანაში არის სუიციდის ფაქტებიც. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელახლა დაგვერეგისტრირებინა ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ თითქმის წელიწადნახევრის წინ დაარეგისტრირა და დღემდე არ განხილულა პარლამენტში“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, ეს კანონპროექტი გულისხმობს: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა -ასაკობრივი ცენზის დაწესება 25 წლამდე, მეორე – მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შექმნა, რომელიც გამორიცხავს თავიდან ბოლომდე არასრულწლოვნების ჩართულობას ლეგალურად ამ სერვისის მოხმარებაში, ასევე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნას. კანონმდებლობაში შემოდის ცვლილებები ასევე გადასახადების გაზრდის მიმართულებით, სანქციების გაორმაგების კუთხით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დასჯის და აღსრულების მექანიზმების დახვეწის მიმართულებით.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს ექნება ჩამოყალიბებული პოლიტიკა თუ რა რის შემდგომ განახორციელოს. მთავარია, რომ პირველ რიგში დავარტყათ მოდას, რომ თითქოს თამაში არის კარგი. თამაში არ არის კარგი, თამაში არის ძალიან ცუდი. თამაში იწვევს დამოკიდებულებას და სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, ჩვენ არავის არაფერს არ ვუკრძალავთ, უბრალოდ სახელმწიფომ უნდა დაამყაროს კონტროლი აღნიშნულ ბიზნესზე“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
The post გოგიჩაიშვილი: სახელმწიფომ უნდა დაამყაროს მკაცრი კონტროლი სათამაშო ბიზნესზე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...