გოგიჩაიშვილი: შეიძლება იმ რეალობის წინაშე დავდგეთ, რისიც გვეშინოდა – ამას ჩვენ არ დავუშვებთ!

63

“არ დავუშვებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალი გახდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“შეიძლება იმ რეალობის წინაშე დავდგეთ, რისიც გვეშინოდა – შეიძლება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფილიალად გადაიქცეს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანოს მთავარი მექანიზმი. ჩვენ ამ მექანიზმს ვერ ჩავაგდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

Comments
Loading...