- Advertisement -

გოგი გვახარია: დარწმუნებული ვარ, “წითელი ზონის” დახურვისთვის თავის მართლება მოუწევთ

713

"დახურვის შემდეგ არის ერთი საერთო ხაზი, გადის ორი-სამი წელი, სამი ალბათ ბევრია, როცა იმ ადამიანებს, რომლებმაც დახურეს გადაცემა უხდებათ თავის გამართლება და როგოც წესი ისინი ერთმანეთს აბრალებენ ხოლმე გადაცემის დახრუვას. ეს ყველა შემთხვევაში მოხდა და დარწმუნებული ვარ, ახლაც მოხდება წითელი ზონის შემთხვევაში",-ხელოვნებათმცოდნემ, კინოკრიტიკოსმა და ჟურნალისტმა გოგი გვახარიამ სალომე ასათიანის ინტერVIEW-ში მისი გადაცემების "სარკმელის", "ფსიქოს" და  "წითელი ზონის" დახურვის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. 

"ამბობენ, რომ მათ არ დაუხურავთ გადაცემა იმან დახურა, ნიკიფორემ, ნიკიფორე ამბობს, რომ დახურა მზევინარმა და ასე შემდეგ, თუმცა, ეს ერთი ჯგუფი იყო, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის გრძელდება და მეორდება, თუმცა, ეს არის საინტერესო, რომ ეს ადამიანები იკარგებიან შემდეგ ისტორიაში, ისინი არავის ახსოვს და მერე კითხულობენ ხოლმე, რას აკეთებს ის კაცი, რომელმაც შენი გადაცემა დახურა, შევეცდები, რომ სანამ ცოცხალი ვარ არ დავიკარგო ისტორიაში",-აღნიშნა გოგი გვახარიამ. 

Comments
Loading...