- Advertisement -

გოგი წულაია: ბურჯანაძე-კუკავას ბლოკიდან ქუთაისის მერობის კანდიდატად მე განვიხილები

645

ნინო ბურჯანაძის და კახა კუკავას ბლოკიდან 90%-ით მე ვიქნები ქუთაისის მერობის კანდიდატი. ეს ჯერ გადაწყვეტილ არ არის თუმცა საუბარი მიდის," -განაცხადა ,,თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ,,აიპრესთან".

წულაიას განმარტებით, ოფიციალური წარდგენა 28 აგვისტოს შემდეგ მოხდება და მაშინ გახდება მერობის კანდიდატის ზუსტი ვინაობა ცნობილი.
"შესაძლოა სხვა ვინმეც გამოჩნდეს. მე არ მაქვს ამბიცია რომ მაინცდამაინც მე ვიყო კანდიდატი და არ ვამბობ რომ ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ვარ. თუმცა, ამ დროისთვის ყველაზე რეალურ კანდიდატად მოვიაზრები.

დღეს გამოცხადდა კუკავას და ბურჯანაძის პარტიების გაერთიანების შესახებ და შესაძლოა პარტიები კიდევ დაემატოს. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ქალაქში რეალური თვითმმართველობის შექმნა. რეალური თვითმმართველობა ნიშნავს, რომ ყველა შენობა და ფართი ქალაქს ეკუთვნის და ეკონომიკის სამინისტროში ვიღაცა ,,შპინგალეტი" უცებ არ გაგიყიდის მიწას თეატრის გვერდით დაუკითხავად.მთავარი ამოცანა იქნება სამუშაო ადგილების შექმნა და ამ ქალაქში ხალხის გაჩერება", – განაცხადა წულაიამ ,,აიპრესთან".

Comments
Loading...