- Advertisement -

გოგი წულაია: მე გაუპატიურების კი არა, ძაღლის ღრენა-კბენის მეშინია

522

"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერიას მაწანწალა ძაღლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. წულაიას განცხადებით, მაწანწალა ძაღლები მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიან.

"ძაღლებს შემოსევაა ქალაქში. ეს დიდ პრობლემას უქმნის მოქალაქეებს მერიასთან ყავთ ცხვირწინ შემოსეული . იმას ვერ უვლიან აგრესიულები არიან, ჩხუბობენ და მოლქალაქეებს საფრთხეს უქმნიან.
მერია ყელყელაობდა, ძაღლთა თავშესაფარი გავხსენითო. პოლიტიკური გვამი გახდება მალე მურღულია და მისი გუნდი და თავისი თავშესაფარი გაამზადა ალბათ. აბა იმ თავშესაფარში ძაღლი არაა და ეტყობა თვითონ გაიმზადეს თავშესაფრად. გვეუბნებიან რომ ძაღლები დასაჭურისებული არიანო, მე გაუპატიურების კიარ მეშინია, კბენის და ღრენის მეშინია,"-განაცხადა წულაიამ.

წულაიას ბრალდებას ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებში“ უპასუხეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქუთაისის ტერიტორიაზე დაახლოებით 2 000-მდე მაწანწალა ძაღლია, რომელთა სრულად მოვლა-პატრონობის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია. „სპეციალური სერვისების“ ხელმძღვანელი გელა გაგუა ამბობს, რომ ორგანიზაციას მაწანწალა ძაღლები თავშესაფარში მიჰყავს, ათი დღის განმავლობაში აკვირდებიან, უტარდებათ კასტრაცია, ხოლო ამის შემდეგ საზოგაოდებისათვის უსაფრთხო ძაღლებს კვლავ ქუჩაში უშვებენ, ხოლო აგრესიულ ძაღლებს თავშესაფარში იტოვებენ.

Comments
Loading...