- Advertisement -

გოგი წულაია: ხელისუფლება ციცარივით გაჰკივის, ყველა დონეზე ჩვენ უნდა ვიყოთ წარმოდგენილიო

396

ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია გადაცემა "ხალხის პოლიტიკა"-ში საუბრისას აცხადებს, რომ თვითმართველობების სათავეებში არ უნდა მოვიდნენ კვლავ მმართველი ძალის წარმომადგენლები. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ახლა დასუსტებულია და მისი დამარცხების შანსი არსებობს.

"ამ ხელისუფლებამაც ეს გააგრძელა ციცარივით გაჰკივიან, ყველა დონეზე ჩვენ უნდა ვიყოთ წარმოდგენილიო. ეს უნდა დამთავრდეს! მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს რომ დღეს გვაქვს რეალური შანსი რომ ეს დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამ შანსის არსებობის საფუძველს მიჩენს, ის რომ "ქართული ოცნება" ძლიერ დასუსტებულია, მათ მიმართ აგრესია და უკმაყოფილება ამ ხელისუფლების და არაეფექტურობა ყველგან გამოჩნდა.

დასუსტებულია რამეთუ ბიძინა ივანიშვილის ხათრით აძლევენ ამდენხან ხმას და ეს კაცი არის გაყუჩული და არ აფიქსირებს უკვე მხარდაჭერას რასაც მე პირადად ძალიან კარგად გამოვიყენებ ქუთაისში და ყველას დავარწმუნებ, რომ ბიძინას ხათრით ხმა აღარ მისცენ. თვითონ ამ კაცს მობეზრდა ეს ხალხი ხელისუფლებაში და გაჩერებულია", – განაცხადა გოგი წულაიამ. 

Comments
Loading...