- Advertisement -

გოგორიშვილი: ტაბლოზე 87 დეპუტატია, დარბაზში 71 – პარლამენტმა კენჭისყრის პროცედურა შეწყვიტა

413

პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა შეჩერდა. ამის მიზეზი "ევროპული საქართველოს" წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადება გახდა.

მისი თქმით სხდომა არ არის უფლებამოსილი კენჭისყრებისთვის, რადგან დარბაზში 76-ის ნაცვლად, 71 დეპუტატია.

"ტაბლოზე იყო 87 დეპუტატი, რომელიც ესწრებოდა, ახლა დარბაზში 71 დეპუტატია. წესით ამას მანდატურის სამსახური უნდა აკეთებდეს და არა მე. დარბაზში ამ წუთას ნამდვილად არ იმყოფებიან, ნუკრი ქანთარია, ირაკლი სესიაშვილი, ენზელ მკოანი და ა.შ. სხდომა უფლებამოსილი არ არის და არ შეიძება კენჭისყრები ტარდებოდეს",- აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილის განცხადების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. 

Comments
Loading...