- Advertisement -

გოგორიშვილი ხუციშვილს: როცა გვეუბნებით, რა საამურია ცხოვრება ვაკეში, ვაკის იქითაც გაიხედეთ!

554

ბატონო ზაზა, როცა გვეუბნებით, რომ რა კარგი და საამურია ცხოვრება ვაკეში, ვაკის იქითაც გაიხედეთ",-ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა უმრავლესობის დეპუტატს ზაზა ხუციშვილს. 

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, როცა "ევროპული საქართველო" მმართველ გუნდს სოციალური პროგრამებთან, პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით მიმართავენ, პასუხი ყოველთვის არის, რომ ამისთვის საკმარისი თანხა არ აქვთ, თუმცა, გოგორიშვილის თქმით, მთავრობას ყოველთვის აქვს თანხა პრემია-დანამატებისთვის. 

"სამაგიეროდ ბიუჯეტში არის ფული იმისათვის, რომ გაიცეს პრემიები და დანამატები, ბიუროკრატიისთვის და ათჯერ მოვისმინე ერთი და იგივე პასუხი ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომ ეხლა რეფორმას დავამთავრებთ, რომ 2018 წლიდან ყველაფერი კარგად იქნება. მე მინდა გითხრათ კონკრეტული ციფრები და რიცხვები იმისთვის, რომ შეიძლება მანამდეც ეშველოს ამას და შეიძლება რო რამდენიმე ათეული და ასეული ოჯახის მდგომარეობა გამოსწორდეს. ფინანსთა სამინისტრო ამას უარყოფს, თუმცა 500 მილიონზე მეტი არის 2016 წლის განმავლობაში პრემია-დანამტებზე გაცემული. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რიგით თანამშრომელს არ უნდა მიეცეს პრემია და არ უნდა ჰქონდეს ნორმალური ანაზღაურება, მე მაქვს ლაპარაკი მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებსაც გამორჩეულად ეძლევათ ყოველთვიურად პრემია, ბატონმა ლაშამ ახსენა პეროდულობა რაშიც ეს იგულისხმება, რომ მაგალითად შს-ში არის ორი მოადგილე, რომელიც ყოველ თვე იღებს პრემიას, მაგალითად ფინანსთა სამინისტროში არის ერთი მოადგილე, რომელიც ყოველ თვე იღებს პრემიას და ეს პრემია პატარა კი არ არის, მინიმუმ 4 500 ლარია.


ეკნომიკის სამინისტროში, სადაც არის 275 საშტატო ერთეული, საიდანაც 80 ვაკანტურია, 2016 წლის განმავლობაში 5,4 მილიონი ჰქონდა სახელფასო ფონდში გამოყოფილი, 80 ადამიანი არ მუშაობს, ცარიელია, მაგრამ თანხა რამდენიც იყო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მთლიანად დაიხარჯა. უფრო მეტიც ენერგეტიკის სამინისტრო 114 საშტატო ერთეულია და აქედან 30 ვაკანტურია, თითქმის მესამედი და სახელფასო ფონდი 2,2 მილიონი რომ იყო, არ ეყო, მიუხედავად 30 ვაკანსიისა, 200 000-ის დამატება დაჭირდა კიდევ წლის განმავლობაში. ამაზეა საუბარი, თორემ იმაზე კი არ არის, რომ ხალხი მუშაობს და გაუშვათ სამსახურიდან. სად მიდის ეს თანხა. არ მუშაობენ, ვაკანსიებია. 

ბატონო ზაზა, თქვენ აქ ვაკის გამგეობაზე გვეუბნებოდით, მაგრამ მე მინდა რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შსს-ში, სუს-ში რა ხდება, შემთხვევით ხომ არ არის, რომ სუს-ის უფროსის ყველა მოადგილე და დეპარტამენტის უფროსები ყოველ თვე იღებენ მაღალ პრემია-დანამატებს, ასე, რომ ვაკეს რომ გაცდეთ ცოტა და სხვა სტრუქტურებშიც მოიპოვოთ ინფორმაცია ნამდვილად კარგი იქნება",-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს მინისტრებს პრემიის სახით დიდი თანხები ერიცხებოდათ, მისი თქმით, კულტურის მინისტრი ყოველთვიურად 10 000 ლარს იღებდა. ხუციშვილი განმარტავს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ასეთი თანხები არ გაიცემა. 

Comments
Loading...