- Advertisement -

გომელაური: არანაირი დაგეგმილი რაღაც „რეიდი“ ამა თუ იმ ტერიტორიაზე, არ განხორციელებულა

20

„არანაირი დაგეგმილი „რეიდი“ საპატრულო და კრიმინალური პოლიციით ამა თუ იმ ტერიტორიაზე არ განხორციელებულა და არ ყოფილა“.

ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რას ემსახურება ქართული პოლიციის მხრიდან ბოლოდროინდელი „რეიდები“ ღამის კლუბებთან და ბარებთან.
„ამას ალბათ, თქვენ არქმევთ „რეიდებს“, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. საპატრულო პოლიცია თავის ფუნქცია-მოვალეობას ასრულებს, კრიმინალური პოლიცია – თავის ფუნქცია-მოვალეობას. ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ,არანაირი დაგეგმილი რაღაც „რეიდი“ ამ ჯგუფებით, ამა თუ იმ ტერიტორიაზე, რესტორანი იქნება ეს ბარი თუ სხვა ტერიტორია, არ განხორციელებულა და არ ყოფილა “, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
The post გომელაური: არანაირი დაგეგმილი რაღაც „რეიდი“ ამა თუ იმ ტერიტორიაზე, არ განხორციელებულა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...