- Advertisement -

გომელაური: ვერ წარმომიდგენია, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს

27

მისი განმარტებით, პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს სიმძიმეს, დანაშაული არის თუ არ არის
„ძალიან მოკლედ გეტყვით ამ კითხვაზე პასუხს. უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს, არა მარტო მე, მთელი ჩვენი გუნდი და ვფიქრობ, მთელი საქართველო. ვერ წარმომიდგენია, ეს თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა. არ შემდგარა, ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ. გამოძიებაზე გააკეთა გენერალურმა პროკურორმა განცხადება, თქვა, რომ არ ვაპირებთ გამოძიების დაწყებასო. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს სიმძიმეს, დანაშაული არის თუ არ არის. შსს-ც რომ საქმეს აღძრავს, გამოძიების დაწყებას პროკურატურას უთანხმებს, ანუ ზედამხედველია. პროკურორმა თქვა, განცხადება გააკეთა და მე რატომ მეკითხებით?“ – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად აქვს კომუნიკაცია მეუფე იაკობთან და რატომ აკეთებს მეუფე იაკობი ამგვარ განცხადებებს.
„ეს ჰკითხეთ მეუფე იაკობს. დანაშაულებრივი თუ გამოვლინდება მისი საუბრიდან, პროკურორი გადაწყვეტს, გამოძიება დაიწყოს თუ არ დაიწყოს, მე რა ვთქვა ახლა – ან დაიწყოს, ან არ დაიწყოს? ის თემა, რომ დამასახელა, არ ვიცი, დაასახელა ყოფილი პრემიერი, დღევანდელი პრემიერი, მე და არ ვიცი, რატომ დაგვასახელა. კომუნიკაცია როგორ არ მაქვს, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და როგორ არ ვიცნობ არა მარტო იაკობს, არამედ ბევრ მეუფეს და ტრაპეზი იყო თუ დღესასწაული, ბევრჯერ შევხვედრივართ“, – ვახტანგ გომელაური.
შეგახსენებთ: ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.
The post გომელაური: ვერ წარმომიდგენია, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა ვინმემ საერთოდ განიხილოს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...