- Advertisement -

გოცირიძე “გაზპრომზე”: ჩვენთვის ცნობილი გახდა ის კატასტროფული ტარიფი, რომელზეც ხელი მოაწერა საქართველოს ხელისუფლებამ

442

ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ცნობილი გახდა ის ტარიფი, რომლითაც საქართველო რუსეთიდან გაზს იყიდის. მისი თქმით, ეს ტარიფი კატასტროფულია.

"ჩვენ გვაქვს სხვა ახალი გარემოებები, ჩვენთვის ცნობილი გახდა ის კატასტროფული ტარიფი, რომელზეც ხელი მოაწერა საქართველოს ხელისუფლებამ. იცით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება. და კიდევ უფრო მეტი, ის არგუმენტები, რომ ჩვენ გვჭირდება "გაზპრომთან" ხელშეკრულება, იყო აბსოლუტურად ცრუ, არასწორი, თითქოსდა საქართველოს არ ჰყოფნის გაზი. მიმდინარე წელს საქართველომ "გაზპრომიდან“ არ იყიდა გაზი იმ რაოდენობით, რასაც ყიდულობდა შარშან და შარშანწინ. 200 მილიონი კუბური მეტრიც კი არ იყიდა, იმდენად არ აღმოჩნდა აუცილებელი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Comments
Loading...