- Advertisement -

გოცირიძე: დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტი ივანიშვილის დასტურს ელოდება

22

რომან გოცირიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ითვალისწინებს როგორც სინოდის, ასევე, ივანიშვილის მოთხოვნებს.
„სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს სინოდის მიმართვას გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. ზურაბიშვილი ითვალისწინებს როგორც სინოდის, ასევე, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს. ამიტომ იგი ახლა ელოდება მეორე დასტურს და შეიწყალებს. ცოტა პოზას დაიჭერს, მაგრამ შეიწყალებს. მას უნდა ახსოვდეს, რომ 4 ათასამდე განცხადებაა შესული შეწყალებაზე, მან მთლიანად მოშალა ეს პროცესი და პარალიზებულია,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, როგორც 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე გახდა ცნობილი, სინოდი პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს.
პრეზიდენტმა, ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა: “სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ახლა, ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება.”
The post გოცირიძე: დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტი ივანიშვილის დასტურს ელოდება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...