- Advertisement -

გოცირიძე ენის სახელმწიფო დეპარტამენტზე: მივიღეთ მორიგი ბიუჯეტისჭამია შავჯიპიანი ორგანიზაცია

142

ამის შესსხებ საპარალემტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ჯერ იყო და არ ჩამოდიოდნენ ეკრანებიდან, ქართული ენის დაცვის შესახებ კანონი უნდა მივიღოთო. კანონის მიღების შემდეგ, ამ სამსახურის შექმნამაც საკმაოდ დააგვიანა და ამაზეც იყო ატეხილი ერთი ვაი-ვიში. ბოლოს ესეც შეიქმნა და უფროსიც აღირსეს. შედეგად რა მივიღეთ-არაფერი, მორიგი ბიუჯეტისჭამია შავჯიპიანი ორგანიზაცია. თეთრზე არ გადავლენ. ეს კვირიკაშვილის ინიციატივა იყო, კვირიკაშვილი კი უხსენებელია.

ახლა მორიგი ახალი უწყების შექმნას აპირებენ-ეკოომბუდსმენის, ანუ ბუნების დაცვის სამსახურის.
ვერ შეიგნო ამ ხალხმა, რომ პრობლემის გადაჭრას ახალი ბიუროკრატიული დაწესებულების შექმნა კი არ შველის, არამედ კანონების შესრულება", – წერს გოცირიძე.

Comments
Loading...