- Advertisement -

გოცირიძე: ერთი პროკურორის “სიცოცხლის ხანგრძლივობა” საშუალოდ გამოდის წელიწადი და ერთი თვე

94

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტი განვლილი ხუთწელიწადნახევრის განმავლობაში მეექვსე მთავარ პროკურორს დაამტკიცებს, რაც დეპუტატის შეფასებით, იშვიათი არასტაბილურობაა.

"ვერ უძლებს ერთი ადამიანის მხრები ამდენი ცოდვებისა და უკანონობის ტვირთს. სწრაფი როტაციაა საჭირო. ერთი პროკურორის ”სიცოცხლის ხანგრძლივობა” საშუალოდ გამოდის წელიწადი და ერთი თვე. უცვლელი რჩება ის, ვინც პროკურორის დანიშვნაში მთავარი მოქმედი პირია-პატარა თეა.
ჭიანჭველაც პატარაა, მაგრამ თავის მასაზე გაცილებით დიდი ტვირთის ტარება შეუძლია-უყვარს ხოლმე თქმა.

როგორც ინჟინერ-მექანიკოსებმა გამოთვალეს, ჭიანჭველას ამის შესაძლებლობას აძლევს დიდი და სპეციფიკური აღნაგობის კისერი. კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით მათვე დაადგინეს, რომ ქალბატონ თეას საკუთარი და მის მიერ დანიშნული პროკურორების ცოდვების ზიდვაში ეხმარება მეტად მოქნილი შუბლის ძარღვი, რომელიც ძალიან ელასტიურია და მძიმე დაწოლის შედეგად წყდება.

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ამაში აგრეთვე ხელს უწყობს 666 ნიშნის მქონე პირადობის მოწმობა, რომელიც ერთადერთი ყოფილა ქვეყანაში და რომლის მეშვეობით იგი კავშირს ამყარებს საჭირო ადამიანებთან და ძალებთან.

დღეს იგი დასამტკიცებლად თავის ნათლიმამას წარმოგვიდგენს, ანუ ნათლულის მამას. ორმაგად მძიმე ტვირთს იკიდებს თავის სათუთ მხრებზე. ვნახოთ, სანამდე გაუძლებს", – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე. 

Comments
Loading...