- Advertisement -

გოცირიძე: ვინც ხელს მიშლიდა, გიძღვნით იმ სიტყვებს, რომლითაც პრემიერმა საკუთარი ღირსება დაიცვა

316

"სანამ პარლამენტს ეთიკის კოდექსი არ მიუღია, მინდა ვისარგებლო ამ გარემოებით და დავიცვა საკუთარი ღირსება დეპუტატისათვის ჯერ კიდევ დასაშვები ფორმით", – ამის შესახებ საპალამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ყველას, ვინც მე ტრიბუნიდან გამოსვლაში იმ დღეს ხელს მიშლიდა შეძახილებით, შეკივლებებით, ღმუილით, მაგიდაზე ხელებისა და ფეხების ბრაგუნით, ზურგის შექცევით, გიძღვნით იმ სიტყვებს, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა დაიცვა საკუთარი ღირსება.
შეგარგოთ", – წერს რომან გოცირიძე.

Comments
Loading...