- Advertisement -

გოცირიძე: თუ არ იქნება გამოძიება, 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს

13

როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ყველა ივანიშვილის დავალებას ასრულებს და მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება.
“კვირიკაშვილმა ხომ თქვა, ვინ მართავს ქვეყანას და თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ამ საქმეშ ივანიშვილი ჩართული არ იყო? რა თქმა უნდა დღეს ყველა ასრულებს ივანიშვილის დავალებას. დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება. თუ არ იქნება გამოძიება, 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეუფე იაკობი ამბობს სიმართლეს” -განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ხელისუფლება საეკლესიო გადატრიალებას გეგმავდა, რომლის მიზანიც პოლიტიკური იყო.
“ეს ნიშნავს, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლება აპირებდა პატრიარქის გადაყენებას, რაც არის უდიდესი დანაშაული. ამის არგამოძიება ნიშნავს, რომ ყველა სიტყვა, რაც მეუფე იაკობმა განაცხადა, არის სიმართლე. ისევე, როგორც შეუძლებელია არ დაიწყოს გამოძიება, თუნდაც რამაზ ნიკოლაიშვილისთვის 15 მილიონის გამოძალვის ფაქტზე. ეს არის პირდაპირ, დღესვე დასაწყები გამოძიება, რომელიც ეხება ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს. იმ შემთხვევაში, თუ შეეცდებიან ეს საკითხები გადაიტანონ რაღაც მოტივით, მაგალითად მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ ეკლესიის საკითხებში არ ერევიან, ეს არ არის ეკლესიის საკითხები, ეს არის პირდაპირ „ქართული ოცნების” ხელისუფლების საკითხები. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი ამას საკუთარი ნებით გააკეთებდნენ? კვირიკაშვილმა ხომ თქვა, ვინ მართავს ქვეყანას და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამაში ივანიშვილი არ იყო ჩართული? ეს გამოძიება თუ შეჩერდა, პირდაპირ კვალი მიდის, როგორც ხელისუფლების მაღალჩინოსნებისკენ, ასევე ივანიშვილისკენ. არ იქნება გამოძიება? 100-პროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეუფე იაკობი ამბობს სიმართლეს, თუმცა მე პირადად ამაში ეჭვი არ მეპარება. გამოძიება ამ ფაქტებზე დღესვე უნდა დაიწყოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
The post გოცირიძე: თუ არ იქნება გამოძიება, 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...