- Advertisement -

გოცირიძე ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობაზე: მეტი საქმე არ აქვს, აუტკივარი თავი ატკიოს

452

''მეტი საქმე არ აქვს ივანიშვილს აუტკივარი თავი ატკიოს.", – ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩვნებზე კენჭი იყაროს.

"არაფორმალური მმართველობის მთელი ეშხი იმაში მდგომარეობს, რომ მართო ქვეყანა ის ერომ პასუხი არ აგო", – განაცხადა გოცირიძემ.

მან ასევე "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი ვინ იქნება მათი კანდიდატი თუმცა გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურაც განიხილება.

"პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მას. განიხილება რამდენიმე კანდიდატი. მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით თუ როგორი იქნება იმ დროს პოლიტიკური ვითარება და რომელი კანდიდატი იქნება უფრო კოკურენტუნარიანი სწორედ არჩევნების წინ. მათ შორის ერთ-ერთი კანდიდატი არის გრიგოლ ვაშაძე", – განაცხადა რომან გოცირიძემ "რუსთავი 2"-თან. 

Comments
Loading...