- Advertisement -

გოცირიძე: ისევე, როგორც ხელისუფლებაში, საპატრიარქოს საქმიანობაშიც რუსული კვალი ჩანს

12

„ისევე, როგორც ხელისუფლებაში, საპატრიარქოს საქმიანობაშიც ჩანს რუსული კვალი. საპატრიარქოში სერიოზული კრიზისია, რომელიც ქვეყანაში არსებულ კრიზისსაც აღრმავებს. საჭიროა ამ კრიზისიდან დროული გამოსვლა. ამ გამოსვლის სამოქალაქო გზა არის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა, ხოლო საპატრიარქოში იმედი ვიქონიოთ, რომ დაიწყება რეფორმა და იგი დაადგება ჭეშმარიტ პატრიოტულ გზას”,-განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ: გუშინ, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო წმინდა სინოდმა მეუფე იაკობს გაფრთხილება მისცა. ამასთან, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
გუშინვე, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე.
The post გოცირიძე: ისევე, როგორც ხელისუფლებაში, საპატრიარქოს საქმიანობაშიც რუსული კვალი ჩანს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...