- Advertisement -

გოცირიძე კალაძეს: 60 ათასიანი უნივერსიტეტის გახსნაზე მოსაწვევის გამოგზავნა არ დაგავიწყდეთ

390

 

"კალაძემ საკუთარ სტილში დაიწყო. ტარიფების განახევრებას რომ ჰპირდებოდა და სინამდვილეში გაიზარდა. ახლა ხალხს ატყუებს, ”ხრუშოვკებიდან” გამოგასახლებთ და ფეშენებელურ კორპუსებში შეგასახლებთო", – ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ლიდერი, რომენა გოცირიძე, მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.

"ეს ისეთი სიცრუეა, როგორიც ივანიშვილის მიერ თბილისში აშენებული 600 მილიონი ევროს ღირებულების ე. წ. ადრონული თერაპიის ცენტრი, სიმსივნის განკურნებას რომ უნდა მომსახურებოდა. უსინდისო ტყუილი იყო, ავადმყოფებზე გათვლილი.

ხრუშოვკების ჩანაცვლების რეალისტური გეგმა ჩვენ მართლაც გვაქვს და ამას გავაკეთებთ ისე, როგორც აქამდე გაგვიკეთებია უამრავი რამ.

ჰო, ქუთაისის 60 ათასიანი უნივერსიტეტის გახსნაზე მოსაწვევის გამოგზავნა არ დაგავიწყდეთ, 2018 წელს. მერე რა, რომ იქ ჯერ კიდევ ჭაობია და ბაყაყები ნავარდობენ. ორ წელიწადში ბათუმი აშენდა და ერთ უნივერსიტეტს როგორ ვერ ააშენებენ?

p.s. იმდენი თქვენ რა გითხარით!", – წერს რომან გოცირიძე facebook-ში. 

Comments
Loading...