- Advertisement -

გოცირიძე: მინდელის შახტის დახურვაზე განცხადება არასერიოზულია

176

"გულუბრყვილოა იმაზე საუბარი, თითქოს, კანონის მიღება, ან, თუნდაც ხუთი-ათი ინსპექტორის დამატება რაიმეს შველის. საწარმოთა უმეტესობა მოძველებულია და დახურვა საქმეს არ შველის"- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას.

"ძალიან გულუბრყვილოა იმაზე საუბარი, თითქოს, კანონის მიღება, ან, თუნდაც ხუთი-ათი ინსპექტორის დამატება რაიმეს შველის. არის სერიოზული პრობლემები, მთელი სისტემა ასაწყობია, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს.

დახურვა არის არასერიოზული განცხადება. ჰკითხეს, იმ ადამიანებს სად დაასაქმებენ, ალტერნატიული სამუშაო ადგილები არის? სამწუხაროდ, საქართველოში საწარმოთა უმრავლესობა საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია, ძველი პერიოდისაა და ამ ლოგიკით ყველაფერი უნდა დაიხუროს. ყველა ქარხანა მოძველებულია და დახურვა რომ საქმეს შველოდეს, აქამდე დაიხურებოდა.

დროებითი დახურვა ნიშნავს საკითხის გაჭიანურებას და ხელისუფლების პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას"-განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტყიბულში, მინდელის შახტის დახურვაზე განცხადება გააკეთა.

Comments
Loading...