- Advertisement -

გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატებს: რატომ აპირებს მარადონა “დიდოსტატის მარჯვენას” დაწერას, როცა გოლების უმეტესობა მარცხენათი გაჰქონდა?

53

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

“დიდოსტატის მარჯვენა.
ბატონ პროკურორს კონფერენციაზე უთქვამს, კითხვაზე, თუ ვინ დაწერა ” დიდოსტატის მარჯვენა”, იმიტომ არ/ვერ ვუპასუხე, რომ ასეთი წიგნი არ არსებობსო. სინამდვილეში წიგნს ჰქვია ”დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაო”. ?
კითხვა უკვე მოსამართლეობის სხვა კანდიდატებს: დიეგო მარადონა აპირებს წიგნის დაწერას, სახელად ”დიდოსტატის მარჯვენა”. რატომ მარჯვენა, როცა მემარცხენე იყო და გოლების უმეტესობა მარცხენა ფეხით აქვს გატანილი?” – წერს რომან გოცირიძე Facebook-ში და თან დიეგო მარადონას ხელით გატანილ გოლის ფოტოსაც ავრცელებს.
შეგახსენებთ, შალვა თადუმაძემ ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
“ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ “დიდოსტატის მარჯვენა” ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“-განაცხადა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციაზე”.
The post გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატებს: რატომ აპირებს მარადონა “დიდოსტატის მარჯვენას” დაწერას, როცა გოლების უმეტესობა მარცხენათი გაჰქონდა? appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...