- Advertisement -

გოცირიძე: ნუ გაგიკვირდებათ, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადოს, რომ მეუფე იაკობი თურმე, “ნაცმოძრაობის” ფარული წევრია

11

მისივე თქმით, დარეგისტრირდება ინიციატივა იმის შესახებ, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის შესაძლო შეთქმულების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და რომელთაც უნდოდათ ჩაეთრიათ საეკლესიო გადატრიალებაში და პატრიარქის ჩანაცვლების პროცესში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.
“მიუხედავად მეუფე იაკობის განცხადებისა, ხელისუფლება არ აპირებს გამოძიებას და ფაქტობრივად მას სურს ეს საკითხი არ იქნას ობიექტურად შეფასებული. ბუნებრივია საკუთარ დანაშაულს ეს ხელისუფლება არ გამოიძიებს, ამიტომ ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რათა მან შექმნას ობიექტური და დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია.
დღეს ხელისუფლება ეწევა უზნეო პროპაგანდას და უნდა მიაწეროს ეს შექმნილი კრიზისი, იგივე ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელიც თავად შექმნა ხელისუფლებამ, „ნაციონალურ მოძრაობას“. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხვალ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადოს, რომ მეუფე იაკობი თურმე ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ ფარული წევრი და ამიტომ ამხილა მან ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა ხელისუფლებაში საეკლესიო გადატრიალების მოწყობის სახით,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.
The post გოცირიძე: ნუ გაგიკვირდებათ, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადოს, რომ მეუფე იაკობი თურმე, “ნაცმოძრაობის” ფარული წევრია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...