- Advertisement -

გოცირიძე “ოცნებას”: მადლობა, რომ არ გვემუქრება საპრეზიდენტო ტახტზე წულუკიანის, სუბარის ან აბაშიძის დასმა

83

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სპციალურ ქსელში წერს.
"მადლობა ბატონ ბიძინას ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენისათვის, რადგან:

1. პარტია ვერ გამოიყენებს საკუთარ კანონიერ ფინანსებს არჩევნების დასაფინანსებლად. უკანონო ფული( გასაგებია საიდან მოვა) დასჯადია და წავლენ ციხეში, როცა ”სამართლიანობა აღდგება”. ამის კარგი მაგალითია მოქმედი პრემიერის მიერ მის ყმაწვილკაცობაში განხორციელებული შემოწირულობა, რომელიც დასჯას იმით გადაურჩა, რომ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა იყო გასული.

2. ვერ გამოიყენებენ პარტიისთვის განკუთვნილ უფასო საეთერო დროს.

3. პარტიული აქტივი თავს არ მოიკლავს მუშაობით. რა ხეირი, რო? პრეზიდენტია, მაჟორიტარი კი არა?

4. პარტიაში ამ საკითხზე უკვე ხდება განხეთქილება და რაც უფრო გაღმავრდება იგი, მით უკეთესი ქართველი ხალხისათვის.

5. განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ არ გვემუქრება საპრეზიდენტო ტახტზე თეა წულუკიანის, სოზარ სუბარის ან ზურაბ აბაშიძის დასმა( კაცს რომ ეს იდეა თავში მოგივა?

6. და ბოლოს, საკუთარი კანდიდატის ”დამოუკიდებლად” შეფუთვის მცდელობა არჩევნების პროცესს გაახალისებს და კომიკურ ელფერს შესძენს. სპილომ დამალვა რომ მოინდომოს და თაგვს ამოეფაროს, ხომ არის სასაცილო? განსაკუთრებით ყურები? ჰო და გავერთობით კიდევაც ცოტას.

გმადლობთ!( ეს არის სწორი ფორმა და არა "მადლობა")", – წერს რომან გოცირიძე facebook-ში.

Comments
Loading...