- Advertisement -

გოცირიძე პროპორციულ არჩევნებზე: არ ხდება ასე, რასაც იტყვის ივანიშვილი მოხდება ისე

9

როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტის გასვლის საკითხი ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
“ჩვენ არაერთხელ გვინახავს და მოგვისმენია ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიანი ტყუილი, მაგრამ ეს ისეთი მასშტაბის ტყუილია, რომელსაც არ აქვს ფულადი განზომილება. წარმოუდგენელია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით 93-მა ადამიანმა მოაწერა ხელი და ორ თვეში ღირსების გრძნობა გაეღვიძათ და თავისი ხელმოწერა უკან გამოითხოვა ივანიშვილის მითითების გარეშე. არ ხდება ასე, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი მოხდება ისე” – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.
უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა.
The post გოცირიძე პროპორციულ არჩევნებზე: არ ხდება ასე, რასაც იტყვის ივანიშვილი მოხდება ისე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...