- Advertisement -

გოცირიძე: რა აზრი აქვს საორგანიზაციო კომისიაში მონაწილეობას, როდესაც შედეგი წინასწარ იცი

346

„რა აზრი აქვს საორგანიზაციო კომისიაში მონაწილეობას, როდესაც შედეგი წინასწარ იცი“–ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას და ოპოზიციის ბოიკოტს.

"ან რომელი კომისია ყოფილა ისეთი, სადაც ოპოზიციის აზრი ყოფილიყოს გათვალისიწინებული, თუნდაც წინა განხილვებს თუ გავითვალისიწნებთ. აქ მონაწილეობა იმას, ნიშნავს, რომ მხარს ვუჭერთ ამ კონსტიტუციას.

ვენეციის კომისიის შენიშვნების გასწორება, რომელიც ახლა ხდება არ ნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა გასწორდება და ასევე ოპოზიციის, პრეზიდენტის და არასამთავრობოების შენიშვნები ქნება ასახული ამ ცვლილებაში.

ნაწილობრივ ცვლილებებს ვერ დავეთანხმებით და ვერ გავამართლებთ მთლიანობაში ამ უკუდურესად უარყოფით საკონსტუტუციო პროცესს“,–განაცხადა გოცირიძემ.

Comments
Loading...