- Advertisement -

გოცირიძე: სისულელეა როცა ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება მოლოდინების, ან კუდიანების ბრალია

322

"ნაციონალური მოძრაობის" წვერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ლარის კურსს ეხმაურება და წერს, რომ მთავრობამ ლარის გაუფასურება საკუთარ თავსა და ეროვნულ ბანკს უნდა დააბრალოს.

"ლარის გაუფასურება დააბრალონ საკუთარ თავს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკამა.

როცა ბიუჯეტი დაუბალანსებელია, მთავრობა ასეულ მილიონობით ლარით აკრედიტებს კომერციულ ბანკებს ხაზინის ნაშთებზე არსებული ფულით, როცა ყოველწლიურად არის ჩამორჩენა ბიუჯეტის ხარჯვის გეგმიდან და ამ ჩამორჩენის გადაფარვა წლის ბოლო სამ თვეში ხდება, ეს მთავრობის ბრალია.

როცა ეროვნული ბანკი უორეცედენტო მოცულობით ზრდის რეფინანსირების სესხებს, როცა ხმას არ იღებს მთავრობის არასწორ ეკონომიკურ და საბიუჯეტო პოლიტიკაზე, ეს არის ეროვნული ბანკის ბრალი.

როცა ამბობენ,რომ ლარის გაუფასურება მოლოდინების ბრალია, ტურისტების ნაკლებობის ბრალია, თურქული ვალუტის გაუფასურების ბრალია, დოლარის გლობალური გამყარების ბრალია, კუდიანების ბრალია-ეს არის სისულელე და ფისკალური და მონეტარული ხელისუფლების შეცდომების შეგნებული თუ შეუგნებელი გამართლება.

მოკლედ, ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკამ უკვე მერამდენედ დასცა ლარი", – წერს გოცირიძე. 

Comments
Loading...