- Advertisement -

გოცირიძე ქადაგიძეს: თქვენ გიჭირთ, ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი

8

გოცირიძე: არაფორმალური მმართველობის ნიშნები არის ჩვენს ქვეყანაში?
ქადაგიძე: ძალიან რთულია, ასეთ კითხვაზე გასცე პასუხი იმ პირობებში, როდესაც ხარ ამ სტატუსის მატარებელი, როგორიც არის მოსამართლე. მე ყველანაირ პოლიტიკას ვემიჯნები ყველა ეტაპზე და ეს იქნება ჩემი პოზიცია ყველა შემდგომ ეტაპზე, რა ცვლილებაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში.
გოცირიძე: როგორ აფასებთ, დღეს ქვეყანა კონსტიტუციით იმართება? გადაწყვეტილებები მიიღება კონსტიტუციის შესაბამისად სასამართლო სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლებაში, პარლამენტში… მოქმედებს თუ არა ხელისუფლების ყველა შტო ავტონომიურად? ვინმე ერევა მის მუშაობაში გარედან?
ქადაგიძე: მე შემიძლია ვთქვა, რომ ვმოქმედებ აბსოლუტურად ავტონომიურ პრინციპში და მე პოლიტიკური შეფასების უფლებას არ მაძლევს…
გოცირიძე: როგორ ფიქრობთ, ვისზე ამბობენ, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველი?
ქადაგიძე: მე რომ პოლიტიკოსობა მდომებოდა, ახლა ვიჯდებოდი აქეთა მხარეს (ხელის ჟესტი)…
გოცირიძე: პუტინი არის არაფორმალური მმართველი, თუ ვინ არის ის ადამიანი, ვისაც პოლიტიკოსები ხშირად და არა მხოლოდ… სხვათაშორის, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია.. ეს ცნება ბევრ მათ დასკვნაში უკვე არის შემოსული, მათ შორის, ძალიან მძიმე ფორმით: “სახელმწიფოს მიტაცება” დამკვიდრდა ბოლო წლებში. თქვენ ამბობთ რომ კომენტარი ამაზე არ გინდათ, მაგრამ ვისზე ამბობენ, ვინ არის ის ადამიანი, ვისაც არაფორმალურ მმართველს უწოდებენ?
ქადაგიძე: მოდით, პოლიტიკოსებს დაგითმობთ მაგ ასპარეზს და ვისაუბრებ იმაზე…
გოცირიძე: კარგით, ხმამაღლა თქმას ვერ ბედავთ, მაგრამ იცით, ვიზეა საუბარი?
ქადაგიძე: მე არაფრის თქმის საშიშროების წინაშე არ ვდგავარ. ეს იქნება ჩემი მხრიდან არაეთიკური და აქედან გამომდინარე, ვცდილობ, რომ ის სტანდარტი, რაც ეთიკას უკავშირდება, დავიცვა. მე ვერც ძველ ხელისუფლებას მივცემ შეფასებას, ვერც ამ ხელისუფლებას მივცემ შეფასებას და პირობას გაძლევთ, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, მაშინაც არ მივცემ შეფასებას.
გოცირიძე: თქვენ გიჭირთ, ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი. არაუშავს, რადგან ასეთი გზა აირჩიეთ, ეს თქვენი ნებაა.
The post გოცირიძე ქადაგიძეს: თქვენ გიჭირთ, ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...