- Advertisement -

გოცირიძე: წულუკიანის დატოვება მთავრობაში, ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, საჩუქარია

122

"მას შემდეგ, რაც მოვუსმინეთ მთავრობის წარმომადგენლებს, რა უნდა თქვას ადამიანმა სერიოზულად"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
"ქართული ოცნების" მთავრობა ყოველთვის თამაშობდა მეორე ლიგაში, შემდეგ ხდებოდა დაქვეითება და გადადიოდა მესამე და მეოთხე ლიგაში, ახლა მიღეთ ყველაზე უხარისხო მთავრობა, ახლა თამაშობენ ჭ კლასში, თავისი ცოდნით, გამოცდილებით და უნარებით. ყველას მაგარი დამღა აქვს ზურგზე ერთი ქალბატონის, წულუკიანის სახით. ცნობილი მოვლენაა, რომ ერთი წვეთი ნავთობი აფუჭებს 25 ლიტირ წყალს, სულ ანგელოზები, რომ იყვნენ ათივე, ამ მეთერთმეტეს პირობებში ქართული ოცნება იქნება ისეთივე დაღდასმული, როგორიც იყო ყოველთვის. წულუკიანის დატოვება მთავრობაში, არის კარგი ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, სამწუხაროდ, არის ძალიან ცუდი ქართველი ხალხისთვის, ამიტომ გვწყდება გული, თორემ ჩვენთვის ეს არის საჩუქარი"-განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატის განცხადებით, ახალი დანიშნული მინისტრები სულმ მალე გახდებიან კარგი წყაროები კომედიური შოეუებისთვის.

Comments
Loading...