- Advertisement -

გოცირიძე: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე

8

„2020 წლის ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე. ეს არის ქვეყნის გაღარიბების ბიუჯეტი, ვინაიდან სწორედ ამ ბიუჯეტის გამო მოხდა ფასების საშინელი ზრდა: 17%-მდე გაიზარდა სურსათის ფასი, 26%-მდე თამბაქოს ნაწარმი, 27%-ით ხილი, ლარი კი სამიან ნიშნულამდე ავიდა და კიდევ ბოლო არ უჩანს.
ეს არის ძირგამომთხრელი ბიუჯეტი, რომელიც აგებულია პოპულიზმზე, საარჩევნო საჭიროებებზე, კორუფციულ გარიგებებზე და ისეთ ხარჯებზე, სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები უტენდეროდ იღებენ ასეული მილიონობით შემოსავალს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
The post გოცირიძე: 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...