- Advertisement -

გრიგოლია: დებატებში საკრებულოს “ოცნება” არ მოვიდა, რადგან მაგიდასთან თამაზ ელიზბარაშვილი ზის

414

ეს განმარტება "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ გააკეთა იმაზე, თუ რატომ არ მივიდა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დებატებში მონაწილეობის მისაღებად.

სტუდიაში უკიდურესად ღარიბი ადამიანების უმძიმეს საცხოვრებელ პირობებზე მიმდინარეობდა საუბარი.

"ალბათ მაყურებელს გაუჩნდება კითხვა, რატომ არ ზის აქ საკრებულოს "ქართული ოცნება". პასუხს 10 მცდელობიდან ვერცერთი მცდელობით ვერ გამოიცნობთ. იმიტომ, რომ მაგიდასთან თუ იჯდებოდა თამაზ ელიზბარაშვილი, მაშინ ისინი არ აპირებდნენ მოსვლას. ეს ჩემთვის იყო ძალიან უცნაური განმარტება. პროდიუსერთანაც არ ვარ შეთანხმებული, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ მაყურებელს გაუჩნდება კითხვა. არც მეტი არც ნაკლები ამ დებატზე "ბუა" აღმოჩნდა ბატონი თამაზი (ელიზბარაშვილი"", – განაცხადა ინგა გრიგოლიამ

Comments
Loading...