- Advertisement -

გრიგოლ ვაშაძე: პროვოკაციებში რუსეთს არავითარი ფასის გადახდა არ უწევს

576

"რუსეთს რადგან წნეხი აქვს მოხსნილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, არავითარი ფასის გადახდა არ უწევს ამ პროვოკაციებში",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ ბერშუეთში, რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის მანიშნებელი ბანერი დაამონტაჟებასთან დაკავშირებით რუსთავი 2-თან განაცხადა.

ვაშაძე ვარაუდობს, რომ ამით რუსეთს სურს საქართველოს მოქალაქეები მსგავს ფაქტებს შეაჩვიოს, ან ქართულ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა უნდა.

"ერთ დღეს საქართველოს მოქალაქეს გაიტაცებენ, მეორე დღეს 500 მეტრით გადმოწევენ საზღვარს, იციან, რომ ამაზე ფაქტიურად, არანაირი რეაქცია არ ექნება საქართველოს ხელისუფლებას. რეაქცია უნდა იყოს მყისიერი. საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზეზს, უკეთეს შემთხვევაში შეაჩვიოს საქართველოს მოქალაქეები ოკუპაციას, უარეს შემთხვევაში განხეთქილება შეიტანოს საქართველოს საზოგადოებაში და ყოველდღიურად გვალაპარაკოს რუსეთზე",-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სოფელ ბერშუეთში რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის მანიშნებელი ბანერი დაამონტაჟეს. სუს-ის ინფორმაციით, შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

Comments
Loading...