პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ კახა კალაძე თბილისისთვის კარგი მერი იქნება.
“მე როგორც ვიცი, ბატონ კახის აქვს სურვილი და პირიქით მივესალმებით, ვინაიდან ვთვლი, რომ კახი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და თავის გამოცდილებით, წესიერებით, იმიჯით შეძლებს თავისუფლად გაუძღვეს ამ მეტად დიდ საპასუხისმგებლო თემას, რასაც თბილისი მერობა ჰქვია",-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.