- Advertisement -

გუნავა: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება ჩვენი სპეცსამსახურების უუნარობაზე მიუთითებს

487

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წარმომადგენელი თენგიზ გუნავა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდარი ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების უუნარობაზე მიუთითებს. 

„ყველანი აღმოვჩნდით გაუგონარი ფაქტის წინაშე. თბილისში 29 მაისს, საღამოს, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გატაცებული იქნა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ეს ადამიანი გატაცების შემდეგ, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიყავდათ გაურკვეველი მიამრთულებით. მან გამოიცვალა 3 მანქანა და როგორც თვითონ აცხადებს ბოლოს უკვე აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანებთან ერთად იჯდა, მასზე იყო ტომარა ჩამოცმული და როდესაც ტომარა ახსნეს უკვე იმყოფებოდა აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტში.

ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენი სპეცსამსახურების უუნარობაზე, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურების სრული კრახია და ევროპული საქართველო მოითხოვს უსწრაფესად იქნს გამოძიებული აღნიშნული საქმე. რატომღაც დღეს უმრავლესობის მხრიდან გაურკვეველი კომენტარები ისმის",-განაცხადა გუნავამ. 

Comments
Loading...