- Advertisement -

გუნავა: საქართველოდან სომხეთში საზენიტო დანადგარი მიდის და უსაფრთხოება საქმის კურში არაა

582

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თენგიზ გუნავა უსაფრთხოების სამსახურს აკრიტიკებს. 

"საზენიტო დანადგარი, რომელიც საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მიდის და ამის საქმის კურსში ქვეყნის უსაფრთხოება არ არის, ჩავთვალოთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არსებობს, რაც ძალიან სამწუხაროა’",-აცხადებს თენგიზ გუნავა. 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, მართლაც საქართველოს ტერიტორიიდან მოხვდა თუ არა საზენიტო დანადგარი სომხეთში. 

"ახლა უნდა გაერკვიონ იმაში რაც ორ ქვეყანას შორის ხდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს დანადგარი გადმოსულია საქართველოს ტერიტორიიდან და დაკავებულია დე ფაქტო ყარაბახის ტერიტორიაზე. დანარჩენი დასადგენია,“-განაცხადა თენგიზ გუნავამ.

სომხური მედიასაშულებებს ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქე საქართველოდან სარაკეტო კომპლექს "იგლას" შეტანის მცდელობისთვის დააკავეს. მედიას ინფორმაციის წყაროდ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოჰყავს, რომლის განცხადებითაც სომხეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "Игла" ამოიღო.

Comments
Loading...