- Advertisement -

გუნავა: ხურჩა-ნაბაკევის გზის ჩაკეტვის პრობლემა საერთაშორისო დონეზე ადრე უნდა დამდგარიყო

473

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრი თენგიზ გუნავა ხურჩა-ნაბაკევის გზის ჩაკეტვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებას გაცილებით ადრე უნდა ეზრუნა. 

"ეს პროცესები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ამ ყველაფერზე დიდი ხანია მიდის საუბარი. ფაქტია, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფრისმომცემია. ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილება და ჩაიკეტა ხურჩა- ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას დამაკავშირებელი გზები. ამ ყველაფრის გამო სკოლის მოსწავლეების ვერ ახერხებენ მიიღონ სრულყოფილი განათლება. ხელისუფლებას გაცილებით ადრე უნდა დაეწყო ამ საკითხზე მუშაობა და ზრუნვა. მათ მიერ აქამდე გადადგმული ყველა ნაბიჯი მხოლოდ წამგებიანი აღმოჩნდა. პრობლემა განსახილველად საერთაშორისო დონეზე გაცილებით ადრე რომ დამდგარიყო, ასეთ შედეგს არ მივიღებდით. მყისიერად იქნებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც’’,- აცხადებს ტენგის გუნავა.

Comments
Loading...