- Advertisement -

გურამ ჩალაგაშვილი: ხვალ გამოკითხვაზე დამიბარეს მაგრამ არ მივალ, სასამართლოში მივალ

15

როგორც ჩალაგაშვილი აცხადებს, ამით ვერ შეაშინებენ.
“ორიოდე წუთის წინ დამირეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძველი თბილისის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, ბატონმა ზურაბ კენჭუაშვილმა, რომელმაც განმიცხადა, რომ დაბარებული ვარ დაკითხვაზე ხვალ 11 საათზე. (რასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა არ უთქვამს).
ვუპასუხე, რომ ორშაბათ საღამომდე ფიზიკურად ვერ ვიქნები თბილისში და მოვითხოვე გამოვიყენო უფლება, რომელსაც მანიჭებს კანონი და გამოვცხადდე დაკითხვაზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. (აზრი რა აქვს არ ვიცი, მაგრამ მაინც).
P.S. არ ვაპირებდი არაფრის დაწერას და მოკლედ ვიტყვი.
ქოცებო, მართლა დარწმუნებულები ხართ, რომ თქვენი დაბარებებით, უდიპლომო პროკურორებით, სისხლიანი გახარიებით ან ციხით შემაშინებთ? არ გცოდნიათ კარგად ვისთან გაქვთ საქმე. ციხეს ორი კარები აქვს, ეს ისე, ცნობისთვის.
და როგორც თქვენს კახის სჩვევია, ორშაბათს თბილისში ვარ და გამოექანეთ მთაწმინდიდან და ვინც არ დაგხვდეთ, ის იყოს სულით ქოცი.
ვაი თქვენს პატრონს უბედურს!
ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!
წამზომი ჩაირთო……..” – წერს გურამ ჩალაგაშვილი.
The post გურამ ჩალაგაშვილი: ხვალ გამოკითხვაზე დამიბარეს მაგრამ არ მივალ, სასამართლოში მივალ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...