გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

154

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანიის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, ორივე მათგანს თავის ტრავმები აღენიშნება. ამ წუთებში მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

"პირველი დახმარება, რაც საჭირო იყო, ჩაუტარდათ. ორივე შემთხვევაში თავის ტრამვაა და ამიტომ კომპიტერული ტომოგრაფიაა საჭირო. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საგანგაშო დაზიანებები არ აღენიშნებათ.“- განაცხადეს
საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიანრეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვეას გულისმხობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Comments
Loading...