- Advertisement -

გურჯაანში, მშენებლობიდან 26 წლის კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

353

სპირტის ქარხანაში მომუშავე 26 წლის დ.ო. ობიექტზე მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა.

დაღუპულის ოჯახი ფიქრობს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. ბრალდებას არ ეთანხმება ქარხნის დირექტორი., ლადო ფოთოლაშვილის განმარტებით, ახალგაზრდა რა სამუშაოსაც ასრულებდა, მის მოვალეობაში არ შედიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას
უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...