- Advertisement -

დააკავებს თუ შეუშვებს საზღვარზე უკრაინა მიხეილ საააშვილს 15:00 საათზე გახდება ცნობილი

359

დააკავებენ თუ არა საქართველოს სახელმწიფოს მოთხოვნით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის ხელისუფლება, დღეს, საქართველოს დროით 15:00 საათზე, გახდება ცნობილი.

მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაანონსა, რომ კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დღეს, დღის 12:00 საათზე გეგმავს მისვლას და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას პოლონეთიდან შეეცდება.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინის სახელწმიფო საზღვართან მას მხარდამჭერები, უკრაინელი ოპოზიციონერების ნაწილი და იულია ტიმოშენკო, დახვდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტთან იქნებიან ევროპარლამენტის წევრები და მედია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად აპირებს.

Comments
Loading...