- Advertisement -

“დაგვიანებულ მიდევნებულ ლამპარს ჰგავს”-ნუკრი ქანთარია უსუფაშვილის განცხადებას აფასებს

645

ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ არაფორმალურ მმართველობაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადება დაგვიანებულ "უკან მიდევნებულ ლამპარს" ჰგავს. აღნიშნულ საკითხზე ნუკრი ქანთარიამ რუსთავი 2-თან ისაუბრა. 

"თვალი ახლა აეხილა? რატომ მაშინ არ ამბობდა და არ გადადგა თუნდაც? პრინციპული მოღვაწე ხომ უნდა გადადგეს ასეთ დროს და უკვე თამამად შეეძლო დღეს ეთქვა, რომ მაშინაც ამას ამბობდა და ამის გამო ეს ნაბიჯი გადადგა. ახლა მგონია, რომ ეს ამბები ცოტა დაგვიაებულ მიდევნებულ ლამპარს ჰგავს",-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

დავით უსუფაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავდა. 

Comments
Loading...