- Advertisement -

დავითაია: მზად ვართ გავუშვათ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ჩრდილოეთ კორეას დაგვამსგავსოს

1,050

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, აქციების დასაწყებად საკოორდინაციო საბჭოში ყველა პარტია მზად არის. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარეობს. 

"დღეს, ჩვენ ყველა პარტია, ვინც ვართ საკორდინაციო საბჭოში მზად ვართ იმისათვის, თუ სახელმწიფომ რეიდერული გზით გადაწყვიტა ჩაიგდოს ხელში ტელევიზია, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, დავიცვათ, მივიდეთ თითოეულ მოქალაქემდე, ჩავიდეთ ყველა სოფელში, ქალაქში, გამოვიყვანოთ მთელი საქართველო ქუჩაში და გავაკეთოთ ის, რომ ესენი გავუშვათ სახლში, გავუშვათ სახლში ის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ჩრდილოეთ კორეად გადააქციოს საქართველო, რუსულ გზაზე დააყენოს, ეს არ გამოვა.

რომ არა რუსთავი 2 ჩვენ ვერ გავიგებდით რომ მიდის მზადება რკინიგზის გახსნაზე, მზადება იმისთვის რომ მაქსიმალურად დავუახლოებდეთ რუსეთს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს",-განაცხადა პაატა დავითაიამ. 

Comments
Loading...