- Advertisement -

დავითგარეჯაში სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა

433

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დავითგარეჯაში სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1,5 მლნ ლარს აჭარბებს.

კეთილმოეწყო სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადები და მიმდებარე ტერიტორია, მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი, ავტოსადგომი, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების ქსელი.

 სამუშაოებზე დასაქმებული იყო 30-მდე ადგილობრივი მოსახლე.

Comments
Loading...