- Advertisement -

დავით ბაქრაძე: ასეთი თანამიმდევრული და შედეგიანი საგარეო პოლიტიკა არ ყოფილა ჯერ

698

„ასეთი თანამიმდევრული და შედეგიანი საგარეო პოლიტიკა, დიპლომატია არ ყოფილა ჯერ“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე ამბასადორიალი 2017-ის გახსნის ფარგლებში აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს ხელშესახები შედეგი  აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ოკუპაციის არაღიარების კუთხით.

"ამერიკის მაგალითზე შემიძლია ძალიან კონკრეტული მაგალითები გითხრათ. იყო საკანონმდებლო ცვლილება, კანონის ენით არის საქართველოს ოკუპაცია დაფიქსირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაგმობილი. ეს შეეხება ახალ რეზოლუციებს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი იღებს. ეს შეეხება იმ განცხადებებს და იმ მხარდაჭერას, რომელიც მის პოლიტიკაში გამოიხატება.


ჩვენ ამერიკასთან პარტნიორობა გვაკავშირებს, ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მხარდაჭერას ეხება, ასევე იმ ახალი გამოწვევების დაპირისირებას, რომელიც რუსეთის მხრიდან გამოიხატება“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

Comments
Loading...