- Advertisement -

დავით ბაქრაძე: აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტის დროს ოკუპაციის საკითხს დავაყენებთ

439

აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, აშშ-ის ვიცეპრზიდენტის მაკლ პენსის ვიზიტის დროს ქართული მხარე, საქრთველოს ოკუპაციის, მცოცავი ანექსიის საკითხს დააყენებს. მისი თქმით დისკუსია გაიმართება ასევე ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე.

"აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყებიდან უკვე 6 თვეში, არის განსაკუთრებული გზავნილი. ამ ორმხრივი ურთერთობის ძალიან მაღალი მნიშვნელობის, რომელსაც ამერიკული მხარე ჩვენთან ერთად ანიჭებს. ის რომ საქართველოს პრემიერსა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს შორის ამ ექვს თვეში მესამე შეხვედრა იქნება, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ მაღალ დინამიკაზე, რომელიც გვაქვს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან. თავად ის კონტექსტი, რომლითაც ვიცეპრეზიდენტი მოემგზავრება, რაც გულისხმობს ესტონეთთან და მონტენეგროსთან ერთად საქართველოში ვიზიტს, მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში პარტნიორს და ძალიან ერთგულ მეგობარს აფასებს აშშ-ი დან სწორედ ასეთად აღიქვამს საქართველოს, რაზეც მეტყველებს ის განცხადებები, რომელიც ვიცეპრეზიდენტმა ტალინში, საქართველოსა და მონტენეგროს მხარდასაჭერად გააკეთა", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Comments
Loading...