- Advertisement -

დავით ბაქრაძე დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო

606

თეთრ სახლში აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა.

დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება. დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.

Comments
Loading...