- Advertisement -

დავით ბაქრაძე: მთავრობა გვიმტკიცებს, რომ ლარის კურსი არის თავისუფალ ცურვაში

16

მთავრობა გვიმტკიცებს, რომ დღეს ლარის კურსი არის თავისუფალ ცურვაში. სინამდვილეში თავისუფალ ცურვაში არის დღეს ქვეყანა იმიტომ, რომ ქვეყანას და ხალხს არ ყავს არც პატრონი არც მიმხედავი არც პასუხის გამცემი – ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებას ეხმაურება.

“მთელი ის არაკომპეტენტურობა რასაც ვხედავთ მთავრობის მხირდან, ეკონომიკური განვითარების არარსებობა, კორუფცია, მაფიოზური მეთოდებით მართვა და წილები. ეს ყველაფერი აისახება ლარის კურსზე და ეს ყველაფერი ტყდება ჩვენი მოსახლეობის გაჭრივებაზე.

ლარის გაუფასურება იწვევს პროდუქტის გაძვირებას, იწვევს კომუნალურების გაძვირებას, იწვევს საწვავის გაძვირებას, კრედიტის გაძვირებას – ამ ყველაფრის ფასს იხდის დღეს ჩვენი ხალხი, ხოლო მთავრობა არაფერს არ აკეთებს და პასუხსაც კიარ სცემს თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ვითარება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი გახლავთ არჩევნების გზით ამ ხელისუფლების სახლში გაშვება და კომპეტენტური მთავრობის მოყვანა რომელიც შეძლებს ქვეყანაში ვითარების შეცვლას, შეძლებს ეკონომიკურ განვითარებას და ამითი დაიცავს ჩვენს მოსახლეობას გაუფასურებული და გაძვირებული ცხოვრებისგან.“ – განაცხადა დავით ბაქრაძე.

Comments
Loading...