- Advertisement -

დავით ბაქრაძე: ქვეყანა სერიოზული განსაცდელის წინაშე დგას

16

დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიცია არ აძლევს კონფლიქტის სახით საბაბს საპარლამენტო უმრავლესობას, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა ჩააგდონ.
„ვხედავთ, რომ 2 დღის განმავლობაში ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია ვითმენთ შეურაცხყოფებს, მიუღებელ და აგრესიულ გამოსვლებს. ეს ხდება ერთადერთი მიზეზით, არ მივცეთ საბაბი უმრავლესობას, ოპოზიციასთან კონფლიქტის საბაბით ჩააგდონ და არ მიიღონ გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ამიტომ, დღესაც კიდევ ერთი დღე ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული, რომ არავის არ მიეცეს საბაბი ოპოზიციისკენ გადმოიტანოს ისრები, თითქოს, ჩვენთან დაპირისპირების გამო ხდება ეს. ვიტყვი იმას რომ, ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წინაშე. ქვეყანა დგას ძალიან სერიოზული განსაცდელის წინაშე. თუ რამე შექმნის არასტაბილურობას, შექმნის პროპორციულის სისტემის ჩაგდება ამ კენჭისყრაზე. ამაზე პასუხისმგებელი იქნება „ქართული ოცნების“ გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“,-ამბობს დავით ბაქრაძე.
ცნობისთვის, პარლამენტმა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა მეორედ გადადო.
The post დავით ბაქრაძე: ქვეყანა სერიოზული განსაცდელის წინაშე დგას appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...