- Advertisement -

დავით ბაქრაძე: “ღირსეული პარტნიორი 2017” არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

415

 

აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველომ და ამერიკამ დააფიქსირეს, რომ სამხედრო სწავლება -"ღირსეული პარტნიორი 2017" არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მისი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს კიდევ უფრო გაიზარდა ის ხარისხი, შემადგენლობა, რომლითაც ჩვენი პარტნიორები მონაწილეობენ ამ წვრთნებში, და საქართველო კიდევ უფრო მზად ხვდება ამ ახალ მიმართულებას ჩვენს ურთიერთობებში. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის 4 მიმართულება, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას გააჩნია, ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, მეორე, ეს არის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშრები და სავაჭრო ურთიერთობები, მესამე, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და ეს არის ხალხთაშორისი კულტურული ურთიერთობები… ყველა ამ მიმართულებით გვქონდეს შესაძლებლობები, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები.

როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რომლის ფარგლებშიც ძალიან მალე დაიწყება სამ წლიანი საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებები განახორციელებენ, რათა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაზრდა, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, და მოხდეს შესაბამისობის და თავსებადობის უზრუნველყოფა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა ჩვენი იმ რეფორმების გზისა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს, რომელიც ჩენი ქვეყნის თავდაცვითი მზაობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანას ემსახურება", – აღნიშნა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.  

Comments
Loading...