- Advertisement -

დავით ბერძენიშვილი: არავის ეშინია მათი უსამართლო სასამართლოსი

4

ბერძენიშვილმა “ტვ პირველთან” საუბრისას თქვა, რომ დაკავებულებს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
“არა მარტო ზუკას [ბერძენიშვილი] არამედ გიგას [მაქარაშვილი] და სხვების დაკავება არ იყო სამართლიანი. მე სამწუთიან მონაკვეთს ვუყურე, გიგას როგორ აკავებდნენ, ხელში აიტანეს და ისე ჩადეს მანქანაში. წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და არც უწევდნენ, გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამთ. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები. მათ კარგად იციან, როგორ აღმოჩნდნენ მართლები ხელისუფლებასთან და სამართალდამცავებთან მიმართებაში. მათ აქვთ სიმართლის ცოდნა და კანონის ცოდნა, რაც მოეთხოვება სამოქალაქო აქტივისტს.
რაც შეეხება მოლოდინებს, არავის ეშინია მათი უსამართლო სასამართლოსი. მამისთვის არ არის განსაკუთრებული სიამოვნება, შვილის დაკავება. მე მინდოდა ჩემ ახალგაზრდობაში, რომ თავი დაგვეღწია საბჭოთა კავშირიდან დამთავრებულიყო წარმატებით მაშინ და სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა და ისევ ჩვენი შვილების გასაგრძელებელი საქმე გახდა ეს. ისინი ძალიან თავაწეული შემოვლენ სასამართლოში”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

Comments
Loading...